ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რატომ ვარ ღარიბაშვილის მხარეს? რატომ ვიცავ და დავიცავ?” – ლიკა გამრეკელი

“რატომ ვარ ღარიბაშვილის მხარეს? რატომ ვიცავ და დავიცავ?” – ლიკა გამრეკელი

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი:
ერთადერთი რასაც ვხედავ, ვხედავ რომ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც საკუთარ პრინციპებს (საკუთარი აზრის და სიმართლის) თქმას მხოლოდ იმიტომ კი არ “ბედავს”, რომ გაბრაზებული არ არის ან გაბოროტებული არამედ იმიტომ, რომ ზუსტად იცის რისთვის იბრძოდა და არ ღალატობს ამ ბრძოლას.
აი ასეთი ადამიანები სულ მეყვარებით. არცერთი ოცნების პრემიერის პერიოდში არ ვყოფილვარ დასაქმებული და ძირითადად “არამართვადობა” იყო პრობლემა. არავის აინტერესებდა (მეგობრების გარდა) რას ვჭამ ან უამრავი ავადმყოფობის მქონე დედა და ორი პენსიონერი ბებია როგორ მყავს) არავის უნდოდა ჩემი (თუ მაქვს რა თქმა უნდა) ნიჭის და შესაძლებლობის გამოყენება. ხაზგასმით ვამბობ, არც ღარიბაშვილის დროს არაფერი “ხეირი” მე არ მქონია. ერთადერთი, რასაც ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აგრესიულად შევხვდებოდი ამ შემოთავაზებას, ვერასდროს შემომთავაზებდნენ სტატუსებში ფულის აღებას. გაბრაზებული ვარ თუ არა? რა თქმა უნდა ვარ ამდენი “ტუპოი” ადამიანის ფონზე, (სხვადასხვა სტრუქტურებში) მე უსამსახუროდ დავდივარ წლებია მაგრამ… რატომ ვარ ღარიბაშვილის მხარეს? რატომ ვიცავ და დავიცავ? იმიტომ რომ მჯერა მჯერა მისი და მჯერა რომ უდანაშაულოა მე არ მჯერა ადამიანების, ვინც გაბრაზებულია და ამიტომ იცავს ან აძაგებს ვიღაცას.
ჩემი პრინციპები, ადამიანის რწმენა და პიროვნული დამოკიდებულებები სულ იდგება გაბრაზებაზე მაღლა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.