“რატომ ვარ ვოლტის, ბოლტის და გლოვოს კურიერებში შეყვარებული…” – ჩერგოლეიშვილი

“რატომ ვარ ვოლტის, ბოლტის და გლოვოს კურიერებში შეყვარებული…” – ჩერგოლეიშვილი
“ტაბულას” დამფუძნებელი, :
რატომ ვარ ვოლტის, ბოლტის და გლოვოს კურიერებში შეყვარებული:
არაერთხელ მითქვამს, რომ იმისათვის, რომ სამშვიდობოს გავიდეთ და თავისუფლად, უსაფრთხოდ და შეძლებულად ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკური ტრანსფორმაცია არ კმარა, პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს. სოციალური ტრანსფორმაციის ერთერთი ნიშანია შრომის ეთიკის გამომუშავება. შრომის ეთიკამ რომ მნიშვნელობა შეიძინოს, ამისთვის ჯერ შრომა აღარ უნდა იყოს სირცხვილი. ს რეჟიმის რეაქციულობა სწორედ მაშინ გამოჩნდა ყველაზე კაშკაშად ჩემთვის, როდესაც შრომა სირცხვილად დასახა – “ქართველები მოსამსახურეებად არ უნდა ვმუშაობდეთ” – მანანა კობახიძის ფრთიანი ფრაზა ძალიან თვალსაჩინოდ აღწერს რეჟიმის რეაქციულ ბუნებას – მათთვის ვისაც თვალი აქვს და ხედავს, ან ყური აქვს და ესმის! მე მახსოვს, როდესაც სკუტერებიანი კურიერების ტრადიცია ფეხს იკიდებდა, კურიერები სახეს იმალავდნენ (კოვიდი კარგი საბაბი იყო), რცხვენოდათ მომსახურების სფეროში მუშაობა. დღეს ლაღად დადიან, ლაღად აბირჟავებენ, პატიოსანი შრომის არ რცხვენიათ. შრომა კარგია! შრომა ღირსეულია! შრომა ამშვიდებს! შრომა ავითარებს! და ეს ყველაფერი სულ რაღაც 2-3 წელიწადში მოხდა. ამ ხალხს სოციალური ტრანსფორმაციის და შრომის ეთიკის დამკვიდრების სიმბოლოებად ვხედავ და როგორც არ უნდა მომიშალონ ნერვები შეკვეთის მოტანისას, მაინც ყველა მიყვარს. ეს ნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის მექანიზმი მუშაობას აგრძელებს და რეაქციული რეჟიმის მიუხედავად, თავის შედეგს იმკის.
(ჩემი ოპტიმიზმი იმითაა განპირობებული, რომ “მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს (დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისებურს)”

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება