ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატომ დატოვა თანამდებობა რომეო მიქაუტაძემ? - ლევან დავითაშვილის კომენტარი

„აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ რომეო მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა ან ჩვენ გუნდში ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საუბრისას ვიცე-პრემიერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
„ეს მორიგი სიცრუე და სიყალბეა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალება მიმართავს-ხოლმე. მსგავსი რამ არ არსებობს. რომეო მიქაუტაძემ თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა მუშაობა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, რომეო მიქაუტაძე დარგის გამორჩეული პროფესიონალია. წლების განმავლობაში საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
„ის თითქმის, 20 წელია ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და სამინისტროში ენერგეტიკას კურირებდა. მისი სურვილი იყო, ამ ეტაპზე კერძო სექტორში გაეგრძელებინა მუშაობა. ამაზე ჩვენ გარკვეული ხანი გვქონდა საუბარი. ასე, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ მის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა ან ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა გუნდში. ეს არ იყო. პირიქით, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.