რატომ გაძვირდა დენი? – დავით ნარმანიას განმარტება

17
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა და მათ შორის დაასახელა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა და იმპორტი, რომელიც ქვეყანას შემოდგომასა და ზამთარში სჭირდება.
“მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დაადგინა როგორც დედაქალაქისთვის, ისე რეგიონებისთვის. მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ძაბვის საფეხურების მიხედვით – 4-დან 6 თეთრამდე.
ტარიფის ზრდის ძირითადი მიზეზებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა, რათა ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, ხოლო მეორე მხრივ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის.
შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო პერიოდის ინვესტიციების მოცულობა ისე დააკორექტირა და დაამტკიცა, რომ ტარიფზე მკვეთრი გავლენა არ მოეხდინა. კომისიის მიიჩნევს, რომ ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გახშირდებოდა ავარიული წყვეტები, რაც მნიშვნელოვან დანაკარგებს გამოიწვევდა მომხმარებლებისა და ბიზნესსექტორისთვის. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ დადგენილი ტარიფი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება”, – განაცხადა ნარმანიამ.(ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)