ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატომ გამოუყო მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მილიონი ლარის ტრანსფერი?

საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მილიონი ლარის ტრანსფერი გამოუყო.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მილიონი ლარი 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით გამოყო.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადასაცემი ტრანსფერის“ ასიგნებების გაზრდა 1 000 000 ლარით, პროგრამული კოდით - „წინა გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით“ გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე“, - ნათქვამია განკარგულებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.