ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატომ გამოტოვა კვარაცხელიამ "დიუნკერკთან" მატჩი - Geo Team-ი განმარტავს

რატომ გამოტოვა კვარაცხელიამ "დიუნკერკთან" მატჩი - Geo Team-ი განმარტავს

„დიუნკერკთან“ საფრანგეთის თასზე მოგებული ნახევარფინალური მატჩის (4:2) წინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თამაშს ვერ შეძლებდა.
RMC Sport-ის ცნობით, კვარაცხელია დილით ავად გახდა, კლუბმა თავი დაიზღვია და ის პარიზში დაბრუნდა. ხვიჩას შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა:
„Geo Team-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია ინტოქსიკაციის გამო ტოვებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს, „ანჟეს“ წინააღმდეგაც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.
ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად „პარი სენ ჟერმენს“ „ანჟესთან“
საშინაო შეხვედრაში ფრეც ჰყოფნის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირება ელის - 9 აპრილს სახლში და 15 აპრილს გასვლაზე. იმედია, „კვარა“ მწყობრში მალე ჩადგება, მომავალ უმნიშვნელოვანეს მატჩებში მონაწილეობას მიიღებს და კარგი თამაშით გულშემატკივრებს გაახარებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.