ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატომ არ ქვეყნდება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები - გიორგი გოცაძის მოსაზრება

რატომ არ ქვეყნდება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები - გიორგი გოცაძის მოსაზრება

როგორც “ჯანდაცვის სტანდარტის” გადაცემაში, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი აღნიშნავს, არ ქვეყნდება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები და სტატისტიკური მაჩვენებლები. მისი თქმით, ადრე რაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის, ახლა ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.
“ყველაფერი სახელმწიფო სტატისტიკაზე დგას. სახელმწიფო ხომ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გეგმავს, ამ მონაცემებს იყენებს, აანალიზებს და ამის მიხედვით იგეგმება ქმედითი ნაბიჯები და დგება სამეცნიერო კვლევები. ცოტა გასაკვირია, ის რაც ახლა ხდება, ჩვენ ვიხდით ამაში თანხას გადასახადებიდან, რომ სტატისტიკა შეგროვდეს, ამისთვის არსებობს დასაქმებული ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აგროვებს.
მე ვსაუბრობ, მარტივ, წლიურ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც ადრე ქვეყნდებოდა და დღეს რატომღაც აღარ ქვეყნდება. ფაქტია, ის არ ხდება ამ ქვეყანაში არც უნდა ხდებოდეს, ამ ვითარებას მარტივად ასე ჰქვია, როდესაც სახელმწიფო სტატისტიკა არ აქვეყნებს იმას, რაც უკვე შეგროვებული და გამზადებულია," - აღნიშნა გიორგი გოცაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.