ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატომ არ მიიწვის პრეზიდენტი ამბასადორიალზე — დარჩიაშვილის განმარტება

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე.
მისი თქმით, წელს ელჩების კონფერენცია “იყო აწყობილი ლოგიკით”, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისულფების ორი შტო — მთავრობა და პარლამენტი მუშაობდნენ. ამიტომ მისი, თქმით, სწორედ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ სიტყვით ამბასადორიალის გახსნაზე.
„შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული და არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში. თუმცა დღევანდელ კონფერენციას ფორმარტი ჰქონდა შემდეგი — იმის გათვალისწინებით, რომ, მთელი წელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მთავარი და საპარლამენტო განზომილება იყო ხელისუფლების ორი მთავარი შტო, რომელიც მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი [ელჩების კონფერენციის] აწყობილი“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.