ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რატომ არ გადახვედი "ლივერპულში" გასულ ზაფხულს?" - საუბარი გაიშიფრა... რა უპასუხა მამარდაშვილმა ფერან ტორესის შეკითხვას [VIDEO]

"რატომ არ გადახვედი "ლივერპულში" გასულ ზაფხულს?" - საუბარი გაიშიფრა... რა უპასუხა მამარდაშვილმა ფერან ტორესის შეკითხვას [VIDEO]

ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" გასვლაზე "ბარსელონასთან" 1:7 განადგურდა. ქართველ მეკარესა და მთლიანად "ღამურებს" მიმდინარე სეზონში აშკარად ყველაზე მძიმე მატჩი ჰქონდათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კატალონიელთა შემტევი ფერან ტორესი მამარდაშვილთან მივიდა და გამოელაპარაკა, მათი საუბარი კი ტუჩებით კითხვის ექსპერტებმა გაშიფრეს.
ირკვევა, რომ ტორესმა ქართველს ჰკითხა, თუ რატომ არ გადავიდა "ლივერპულში" გასულ ზაფხულს და იჯარით "ვალენსიაში" დარჩა, რაზეც გიორგი უპასუხა, რომ ეს ალისონის გამო გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ ამ მატჩში რამდენიმე ბურთის აღება შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის "ლივერპულს" მომავალ
ზაფხულს შეუერთდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.