ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რატომ არ არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სანქციების სიაში?” – გონჩარენკოს მოთხოვნა

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს და ამბობს:
“რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი”
შეგახსენებთ, უკრაინას უკვე დასანქცირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი. ზელენსკის ბრძანების თანახმად, სანქცირების მიზეზი არის ივანიშვილის ნათესავების საკუთრებაში არსებული ბიზნესები რუსეთში და კრემლის რეჟიმის დაფინანსებაში თანამონაწილეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.