რატომღაც, წინასაარჩევნოდ მოუნდა კულტურისა და ხელოვნების ფონდის შექმნა – ქველმოქმედება მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც პოლიტიკაში არ ხარ – გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

“ლელოს” ლიდერის მიერ ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის მიერ საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება.
“ქველმოქმედება უნდა დაიწყო, როდესაც არ ხარ პოლიტიკაში, 5-10 წლით ადრე. ვინმეს რომ გაეგო, ხაზარაძემ ქველმოქმედება დაიწყო, მაშინ, როდესაც მიზანი არ აქვს პოლიტიკური ქულების დაწერა, აი, მაშინ შეიძლება, რომ დაეჯერებინათ, არ არის წინასაარჩევნო ტრიუკები. ახლა, წინასაარჩევნოდ მოუნდა რატომღაც კულტურისა და ხელოვნების ფონდის შექმნა, არაგულწრფელია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მსგავსი პოზიცია აქვთ მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, “ასეთი საქმეები წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა წამოიწყო”, რადგან დღეს ამ ყველაფერს “წინასაარჩევნო ელფერი” სდევს.
ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნა. მისი განცხადებით, ფონდის დონორი იქნება ხაზარაძის ოჯახი და თანხა, იმ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას მოემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს