რატი იონათამიშვილი: წარსულში ჩარჩენილ ადამიანებს უნდათ, ყველაფერს, მათ შორის შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც, რუსული უწოდონ
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა, ლაშა ბუღაძის განცხადება შეაფასა, სადაც მწერალმა 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა.
იონათამიშვილის განცხადებით, ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები და ყველაფერს რუსულს უწოდებენ, მათ შორის - შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც.
"ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები და უნდათ, ყველაფერს უწოდონ რუსული, მათ შორის - შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს, სინამდვილეში, მათ სახეს, მათ კრიზისსა და მათ დეგრადირებას უჩვენებს. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან ობიექტურად შეაფასებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.