ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი იონათამიშვილი - ქვეყანას ჰყავს ოპოზიცია, რომელთაც მხოლოდ მავნებლობა შეუძლია, რისი რესურსიც მალე აღარ ექნებათ - ოპოზიცია გაკოტრებული და ნიღაბჩამოხსნილია!

რატი იონათამიშვილი - ქვეყანას ჰყავს ოპოზიცია, რომელთაც მხოლოდ მავნებლობა შეუძლია, რისი რესურსიც მალე აღარ ექნებათ - ოპოზიცია გაკოტრებული და ნიღაბჩამოხსნილია!

ქვეყანას ჰყავს ოპოზიცია, რომელთაც მხოლოდ მავნებლობა შეუძლია, რისი რესურსიც მალე აღარ ექნებათ - ოპოზიცია გაკოტრებული და ნიღაბჩამოხსნილია! - აღნიშნული შეფასება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
იონათამიშვილის განცხადებით, „ადამიანების უმეტესობა, ვინც აგენტურულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ძალიან ნანობს“.
მისივე თქმით, „სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დააზიანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავად იმდენად დაზიანდება, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩენის აღარანაირი რესურსი აღარ ექნება“.
„ეს აქციები ხელოვნურია - მას საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვს. სწორედ ამიტომ მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ სცდება. ესეც ზუსტად იმ რადიკალების სახეა, ვინც ცდილობს, რომ ქვეყანა დააზარალოს. მათ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის სახით საშინაო დავალება ჰქონდათ, რასაც პუნქტობრივად მიჰყვებიან, თუმცა ამ დავალების შესრულებაშიც უსუსურები არიან - ორიანი ეკუთვნით! ეს გაკოტრებული და აგენტურული ოპოზიცია დღევანდელობის სირცხვილია“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.