ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან - ისინი აგენტების კანტორას წარმოადგენენ და კანტორაში ვინ როგორ გადალაგდება, ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან - ისინი აგენტების კანტორას წარმოადგენენ და კანტორაში ვინ როგორ გადალაგდება, ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, - ასე უპასუხა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას.
იონათამიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის რადიკალური ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე, მთლიანად მიუღებელია.
“მათ ქართულმა საზოგადოებამ სახელი უკვე დაარქვა - საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც მათი უსამშობლობის ამბავი, ასევე მათი აგენტურისა და მოღალატეობრივი ბუნების შესახებ. მათი გადაჯგუფება არის სასოწარკვეთილი ქმედებები, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება - საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.