ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივაზე - ეს ხალხი სად შეხვდა ახალ წელს? - მათი პირველი განცხადება ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ

იდეების კრიზისი აქვთ (გახარიას გუნდში) - ძალაუფლების გადანაწილების საუკეთესო წესი არსებობს და მისი გადახედვა მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნებას ითხოვს.
მისი თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი მათ კურიოზულ მდგომარეობაში აყენებს.
„ეს ხალხი, სად შეხვდა ახალ წელს? - მათი პირველი განცხადება და მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, რომ ეს კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამ გუნდს ამ თემაზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს, თუ საერთოდ ეს გუნდი არსებობს. ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების საუკეთესო წესი არსებობს და მისი გადახედვა მიზანშეწონილი არ არის,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.