რატი იონათამიშვილი – ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში

ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში – ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ დადო! – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი არა აქვს, ჭორაობას მიმართავს.
„მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება. მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი გააჩნიათ, არც რესურსი. როგორც ჩანს, დავალება, რაც მათ მიიღეს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული.
როდესაც ფაქტი არა გაქვს, მიმართავ ჭორაობას – ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს!” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც