რატი იონათამიშვილი ნანა დიხამინჯიაზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან სიტყვიერ დაპირისპირებისას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე.
„ეს ადამიანი არგუმენტებში გაცამტვერდა. მას უნდოდა, რომ მამუკა მდინარაძის მიმართ ხელოვნური ვიდეო დაედგა და საბოლოო ჯამში რა შედეგიც მიიღო ვნახეთ – დგას და ბოდიშს იხდის – ასეთ პოლემიკაში ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ და დაზეპირებული მესიჯბოქსებით გამოდიან მხოლოდ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე და როდესაც შენს ეროვნულობას სიმართლეს უპირისპირებ, ლიბერალური ფაშიზმი ნადგურდება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი