რატი იონათამიშვილი „ლელოს“ კამპანიაზე – ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი, „ლელოს“ კამპანიას სოციალურ ქსელში აფასებს.
იონათამიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ერთ-ერთ ბანერზე, ბიძინა ივანიშვილს „ლელოს” საარჩევნო ნომრით შუბლი გაუხვრიტა.
„შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი “ლელოს” საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა…
როგორც ჩანს, “ნაცებიდან” მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე”, – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ