რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ

საინტერესოა, რომ ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ და როგორ ხდება ამ ჩანაწერების შესრულება, – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი შესაძლოა დაკარგოს.
მისი თქმით, შანტაჟის ფონზე იკვეთება ის ღრმა კრიზისი, რაც ევრობიუროკრატებს აქვთ.
„ობიექტური შეფასებით, საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი და ყველა ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. საინტერესოა, რომ ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ და როგორ ხდება ამ ჩანაწერების შესრულება. ვიზალიბერალიზაციის საკითხს ისინი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ, რაც საბოლოო ჯამში ვნებს და ფარდას ხდის ევრობიუროკრატების რეალურ მიზნებსა და ამოცანებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში უარყოფითი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. მთელ ამ პროცესში და შანტაჟის ფონზე გამოიკვეთა ის ღრმა კრიზისი, რაც ევრობიუროკრატებს აქვთ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ “საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის”. ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს