ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი იონათამიშვილი: ამნისტიის პროექტი შეეხება 5000-მდე პატიმარს, მათგან 1000 დაუყოვნებლივ დატოვებს სასჯელაღსრულების სისტემას

ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამნისტიის პროექტზე საუბრისას.
რატი იონათამიშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, ამნისტია 5 000-მდე პატიმარს შეეხება, აქედან 1000 დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.
“ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც, ამ რედაქციით, შეეხება 5 000-მდე პატიმარს და მათგან 1000 დატოვებს დაუყოვნებლივ სასჯელაღსრულების სისტემას, დანარჩენი კი – ეტაპობრივად. ასევე, ეხება პრობაციონერებს. ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყველაზე ამორალური და უპასუხისმგებლო საქციელი არის ის, როდესაც პარლამენტი განიხილავს ამნისტიის პროექტს და ცალკეული ადამიანები ცდილობენ, რომ ეს პროცესი გამოიყენონ პოლიტიკურად ან პირადი ინტერესებისთვის,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.