ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ბრეგაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა VS გაუმჭვირვალო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა VS გაუმჭვირვალობა - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს
გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა;
ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია
სიცხადე vs ბუნდოვანება
P.S. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო“ - წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.