ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ბრეგაძე იუსტიციის სფეროში 2012 წლიდან დღემდე არსებულ მიღწევებზე სტატისტიკას აქვეყნებს

რატი ბრეგაძე იუსტიციის სფეროში 2012 წლიდან დღემდე არსებულ მიღწევებზე სტატისტიკას აქვეყნებს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იუსტიციის სფეროში 2012 წლიდან დღემდე არსებულ მიღწევებზე სტატისტიკას აქვეყნებს.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მინისტრი სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სერვისებისა და ადამიანის უფლებების კუთხით, 2012 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მიღწეულ შედეგებს შორის 41 განსხვავებაზე საუბრობს.
რატი ბრეგაძის განმარტებით, ეს „მხოლოდ ფაქტებია, რომელთა შეფასებასაც ქართველი ხალხი გააკეთებს“.
იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული შესადარებელი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციების რაოდენობა 2012 წელს ნულს შეადგენდა, 24 წელს კი ეს 150 000 000 ევრომდე აღწევს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების რაოდენობა 2012 წელს 2 883 იყო, 2024 წელს კი, 175-ია. ამავე მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების რაოდენობა 2012 წელს 98 იყო, 2024 წელს კი 0-ია, პატიმართა რაოდენობა 2012 წელს 24 079 იყო, 2024 წელს კი 10 457-ია. იუსტიციის სახლების რაოდენობა 12-ს შეადგენდა, ახლა კი 121-ია, ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ სისტემაში 2012 წელს არ არსებობდა, 2024 წელს აღნიშნული ციფრული უნივერსიტეტი არსებობს.
https://www.facebook.com/share/ZCSrFCruh4ZALjEP/?mibextid=WC7FNe

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.