რატი ბრეგაძე დეკანოიძეზე და უგულავაზე – ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაშია მათ სტილთან

ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაში არის იმ სტილთან , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – ხატია დეკანოიძისა და გიგი უგულავას მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვის ფაქტზე.
იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები აღნიშნულ ფაქტს გამოიკვლევენ.
„რაც შეეხება ამ ადამიანებს, ისინი, როგორც ჩვენ ვიცით, არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაში არის იმ სტილთან, რაც ჰქონდათ ბოლშევიკებს და ეს მათი მხრიდან არახალია. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევას, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები ამ ფაქტს აუცილებლად გამოიკვლევენ, ყველა თანაბრად და სამართლიანად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა წინა საარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი ნამდვილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ყველას აქვს სრული უფლება,რომ აგიტაცია განახორციელოს, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. სახელმწიფო მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი წარიმართებოდეს მშვიდ, კონსტრუქციულ და სამართლიან ვითარებაში ყველა მონაწილე მხარისთვის. მოხარული ვარ, რომ მათ შორის დამკვირვებლების მხრიდან აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ასევე, რა თქმა უნდა, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლებები და იმუშაონ მოსახლეობასთან ყოველგვარი პროპაგანდის და დეზინფორმაციის გარეშე“ ,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს