ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ამაღლობელი - ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე - ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს, ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში!

რატი ამაღლობელი - ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე - ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს, ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში!

ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე - ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში! - ამის შესახებ პოეტმა, რატი ამაღლობელმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მან აქციაზე მყოფ მოქალაქეებთან ერთად „გამარჯვების ფიცი“ გააჟღერა.
„ოქტომბერი არის ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი. ახლა, ჩვენი ტყეები სხვადასხვა ფერით არის აჭრელებული! ბუნებაში დათრგუნულია ნაცრისფერი და ერთფეროვანი,
ოქტომბერში აყენებს ქართველი კაცი ღვინოს, ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე, ღვინობის თვე, ოქტომბერში ჩვენი მრავალხმიანობა, ჩვენი მრავალეროვანი კულტურა უნდა შევიდეს პოლიტიკაში, ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში!
როდესაც შევიკრიბეთ 11 მაისს ევროპის მოედანზე, მაშინ ერთად დავდეთ გამარჯვების ფიცი. მინდა ეს ფიცი გავიმეოროთ:
დგება საქართველო! ფეხზე საქართველო! მთელი საქართველო! ისმის საქართველო! შენი ხმა საქართველო, ბნელი რომ გავათენოთ, ღამე რომ გავათენოთ, ერთხმად გავამღეროთ, მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო. კვლავ გამარჯვებული, მკლავგამარჯვებული, გულგამარჯვებული, სულ გამარჯვებული, გამარჯვებული საქართველო. საქართველო! საქართველო!
საქართველო გაიმარჯვებს. მრავალფეროვანი საქართველო გაიმარჯვებს“, - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.
ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.