არქივი11 დეკემბერი 2024, 00:52
რატიშვილის ქალთა ევროლიგა სტამბოლში

ამ კვირაში დაგეგმილ ევროტურნირებში ფიბა-მ ქართველი მსაჯები თამაშებზე არ დანიშნა, თუმცა კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი ჩვენებურის გარეშე მაინც არ ჩაივლის. თურქეთის მეგაპოლის სტამბოლში 12 დეკემბერს ქალთა ევროლიგის მატჩია დანიშნული "ფენერბაჰჩესა" და ჩეხეთის "უსკ პრაღას" შორის, რომელსაც ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი მოემსახურება.
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
12 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – უსკ პრაღა (ჩეხეთი)
GBF.GE
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.