ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას ქმნის ივანიშვილი, ვისთვის და რატომ? – გია ხუხაშვილი

რას ქმნის ივანიშვილი, ვისთვის და რატომ? – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
როცა არც ნიჭი გაქვს, არც ცოდნა, არც მორალური პრინციპები, არც რწმენა და მხოლოდ ჯოჯოხეთურ გარემოში ემპირიული გამოცდილებით შეძენილი, პარანოიაში გარდამავალი შიშები, კომპლექსები, “უნარები” გამოძრავებს, ნამდვილი პროდუქტის ნაცვლად ქმნი მის სუროგატს.
მერე ის ყველას უნდა აჭამო და თუ ვინმე უარს ამბობს, მთელი ძალით ცდილობ “ჩაახეთქო”. არც კი უშვებ, რომ პროდუქტი უგემური და უფრო მეტიც – მავნებელია. ასე ქმნის ბიძინა სახელმწიფოს სუროგატს – სუროგატული ინსტიტუტებით, სუროგატული კულტურით, სუროგატული დემოკრატიით, სუროგატული მართლმსაჯულებით, სუროგატული ფასეულობებით, სუროგატული საზოგადოებით, სუროგატული ოპოზიციით და ცეცხლითა და მახვილით ცდილობს ეს გვაჭამოს… ცდილობს დაგვავიწყოს ყველაფერი ნამდვილის, ნატურალურის გემო და მის უგემურ, მავნებელ საკვებზე “შეგვსვას”….
ახლა ჩვენი გადასაწყვეტია – დავიბრუნებთ ნამდვილი სიცოცხლის გემოს და არომატს, თუ მის მიერ მიჩენილ ბაგასთან სალაფავის რიგში ჩავდგებით…

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.