რას სთავაზობდა ივანიშვილი სააკაშვილს? – “ეს ადრე არ მომიყოლია”

„ეს ადრე არასდროს მომიყოლია – 2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა რამდენიმე თვიანი აქციები. ქალაქის ცენტრი კარვებით გადაიკეტა. როგორც ცოტა უფრო გვიან გაირკვა, ამ გამოსვლებს ივანიშვილი აფინანსებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ არანაირი ძალა არ გამოგვეყენებინა, რაღაც დროის შემდეგ აქციები აშკარად მილევისკენ წავიდა და ამ დროს ივანიშვილმა გამოგვიგზავნა წერილი (როგორც წესი დაბეჭდილ, ხელმოუწერელ წერილებს თავისი ერთ-ერთი თანაშემწის, ჩრდილელის ხელით აგზავნიდა) ამ წერილში ის წერდა, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას და როგორც გამოსავალს გვთავაზობდა მისი თანამშრომლის პრემიერ მინისტრად დანიშვნას, რომელმაც საფრანგეთში მიიღო განათლება და რომელსაც ივანიშვილი ენდობოდა. გვარი არ იყო დაკონკრეტებული თუმცა ადვილი მისახვედრი იყო. დღეს ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას. დიახ, დღეს რაც ხდება, სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი. „ქოცები“, რომელთაც მეხსიერება სილქნეტზე უფრო მოკლე აქვთ, სიამოვნებით ყლაპავენ ამ ქურდულ გარჩევას, როგორც სამართლიანობის ზეიმს. ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა!“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს