ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას პასუხობს ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას?

რას პასუხობს ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას?

ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს.

მი­მარ­თვას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, მთე­ლი გუ­ლით თა­ნა­გიგ­რძნობთ და ვი­ზი­ა­რებ თქვენს უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას. ვიცი, რომ არ არ­სე­ბობს სი­ტყვა, რო­მე­ლიც დე­დას შვი­ლის და­კარ­გვის ტკი­ვილს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს, თუმ­ცა მინ­და იცო­დეთ, რომ ამ მწუ­ხა­რე­ბა­ში მარ­ტო არ ხართ და ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი დედა თქვე­ნი ჭი­რი­სუ­ფა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­და­მი თქვენს მო­წო­დე­ბას, რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი საქ­მეს სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი, რათა თქვენს თავს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის არ­ცერ­თი კი­თხვა არ დარ­ჩეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი. რო­გორც დედა-დე­დას, რო­გორც ქალი-ქალს, გი­სურ­ვებთ სუ­ლი­ერ სიმ­ტკი­ცეს, ძა­ლას და სიმ­შვი­დეს,“ - ნათ­ქვა­მია ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე გუ­შინ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან მი­ვი­და და მის მე­უღ­ლეს ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა, მის გვერ­დით, რო­გორც შვილმკვდა­რი დე­დის გვერ­დით დამ­დგა­რი­ყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.