ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას ნიშნავს აშშ-ის საელჩოს განცხადება?

რას ნიშნავს აშშ-ის საელჩოს განცხადება?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ვენესუელის მსგავს რეჟიმებს დასავლეთ ნახევარსფეროში და არ მისცემს სივრცეს „ჰეზბოლას, ირანსა და მავნე გავლენებს“, დღეს საქართველოში ამერიკის საელჩომ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. ეს პოსტი შეფასდა, როგორც შესაძლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც სულ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ირანთან.

ნიკოლას მადუროს დაკავებამ საერთაშორისო დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, თუმცა კრიტიკოსების თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ ევროკავშირის კრიტიკისთვის იცლის. კარაკასში ჩატარებულ სპეცოპერაციას ივანიშვილის გუნდის ნაწილი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოეხმაურა - სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შეერთებული შტატების როლი პრაქტიკულად არ ახსენა და ისევ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა. ოპერაციის შესახებ დუმილს ინარჩუნებს ირაკლი კობახიძეც.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.