რას გვიყვება XVII საუკუნის ხელნაწერი ახალი წლის შესახებ

ძველად ახალ წელს „წელიწადის თავი დღე“ ერქვა. ამ დღესასწაულს სამეფო კარზე განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად საახალწლოდ მეფე საგანგებოდ იმოსებოდა. მისი შემოსვის პატივი მხოლოდ მონადირეთუხუცესს ჰქონდა (სხვა შემთხვევაში ამ მოვალეობას მსახურთუხცესი ასრულებდა). იგი მეფეს ყვითელ ყაბარჩს აცმევდა, რომელსაც მოკლე სახელოები და საყელოზე ტყავი ჰქონდა შემოვლებული. თავზე კი წაწვეტებულ ქუდს აფარებდა, რომელიც სიასამურის ბეწვით იყო შემკობილი. მეფეს საღვინის წინ უშლიდნენ სუფრას. აუცილებელი იყო ტაბლაზე ველური ტახის მოხარშული თავი დაედგათ. მონადირეთუხუცესი მეფეს მწვადს მიართმევდა და ჰკითხავდა: „ხვალ სით ჰკვლევენ“ (ახალი წლის მეორე დღეს მეკვლეობა იცოდნენ). მეფეც თავის სურვილს ამცნობდა მას და ღვინოსა და მწვადს სთავაზობდა. სადღესასწაულო პურობას მონადირეთუხუცესის გარდა ესწრებოდნენ: მკერვალთუხუცესი, მეხელადეთუხუცესი, ტყისმცველნი და მონადირეები.
მეფისთვის „საწელიწდისთაო“ ძღვენი მოჰქონდათ ქვეშევრდომებს. ერისთავებს ცხენები ევალებოდათ, ამირსპასალარს – ბურთი და ჩოგანი; გელათის მონასტრიდან სეფისკვერებს, ღვინოსა და ზუთხს უგზავნიდნენ.
📜ხელმწიფის კარის გარიგება
ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილმა ქართლში მოგზაურობის დროს ერთ სახლში იპოვა.
ეს არის ერთგვარი კრებული, კოდექსი, სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა, მეფის კარის წესრიგისა, მოხელეთა და ხელისუფალთა უფლება-მოვალეობისა, რომელიც დაკანონებული იყო სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეფის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?