ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას აშენებს ონლაინ თამაშების ერთ-ერთ უმსხვილესი პროვაიდერის მეწილე დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე?

თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საოფისე-კომერციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, სამსართულიანი შენობა აშენდება, რომლის პირველს სართულზე სავაჭრო-კომერციული ფართები, ხოლო მეორე და მესამე სართულზე საოფისე ფართები განთავსდება.
„პროექტით გათვალისწინებულია 10.56 მ. სიმაღლის 4 სართულიანი (საიდანაც სამი მიწის დონის ზედა სართულია, ხოლო ერთი მიწის დონის ქვედა სართული), მრავალფუნქციური (სავაჭრო და საოფისე) შენობის მშენებლობა.
-2.70 ნიშნულზე განთავსებულია ლითონის ნაწილების საწყობი. +0.00 ნიშნულზე განთავსებულია სავაჭრო/კომერციული ფართი და საქვაბე. +4.16 და +7.36 ნიშნულებზე განთავსებულია ოფისები“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტის დამკვეთი ალექსანდრე ღვინეფაძეა, რომელიც მრავალფუნქციური შენობის დასრულებას 2025 წლის ზაფხულისთვის გეგმავს.
ალექსანდრე ღვინეფაძე წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის ონლაინ თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის SmartSoft-ის მეწილეა. გარდა ამისა, ის შპს „ფასტფეის“ („კრისტალბეთი“), შპს „იუეს კაპიტალის“ და შპს „ელიტბუღალტერის მეწილე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის წევრია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.