რას აანონსებს ტრამპი დიდ ბრიტანეთთან დადებული სავაჭრო შეთანხმების შემდეგ?

შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უბრალოდ მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან ეს გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომი, 8 მაისი და [დიდი ბრიტანეთის] პრემიერმინისტრი ტელეფონით გვიკავშირდება, ჩვენ შესანიშნავი მოკავშირეები ვიყავით და სავაჭრო შეთანხმებასაც იმავე დღეს მოვაწერეთ ხელი, როდესაც დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, ყველაზე დიდი გამარჯვება. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ გამარჯვების დღეზე, რადგან ჩვენ მისი დიდი ნაწილი ვიყავით. ასევე იყო დიდი ბრიტანეთიც… უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს დღე იმავე დღეს ემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყნისთვის უზარმაზარ სავაჭრო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით შეთანხმების საბოლოო დეტალები მომდევნო კვირებში იქნება გაწერილი.
ეს თეთრი სახლის პირველი სავაჭრო შეთანხმებაა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფები დააანონსა.
ტრამპი აანონსებს, რომ დიდ ბრიტანეთთან გარიგებას ბევრი სხვა მოჰყვება, რომლებზეც მოლაპარაკებები სერიოზულ ეტაპზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად