არქივი22 მაისი, 2025, 21:10
რასა იუკნევიჩიენე - “ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს - ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე

"ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ იქნა გადაკვეთილი, მაგრამ დღევანდელი ძალიან ნამეტანია.
ზურაბ ჯაფარიძე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დააპატიმრეს.
ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე”, - წერს იუკნევიჩიენე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.