არქივი27 ოქტომბერი, 2024, 18:39
რასა იუკნევიჩიენე - სასოწარკვეთით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებისთვის “ქართულმა ოცნებამ” ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან

სასოწარკვეთით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებისთვის “ქართულმა ოცნებამ” ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“სასოწარკვეთით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებისთვის “ქართულმა ოცნებამ” ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან.
მთავრობა უხეშად იყენებს კრემლის სახელმძღვანელოს ამ არჩევნების ჩასატარებლად.
ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დამკვირვებლების შეფასებებს”, - წერს იუკნევიჩიენე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.