რასა იუკნევიჩიენე – მოვითხოვთ მზია ამაღლობელისა და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“ქართული ოცნება“ დემოკრატიაზე უხეშ თავდასხმას აგრძელებს. ჩვენ მზია ამაღლობელის და 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია