რასა იუკნევიჩიენე - მარტა კოსთან და კოლეგებთან განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა, გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას - სამწუხაროდ, შეიძლება კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის „კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
“ [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა.
გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას.
სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს", - წერს ევროპარლამენტარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.