რასა იუკნევიჩიენე – ევროკავშირში ცხადები უნდა ვიყოთ: საქართველოს არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი

ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ცხადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს არ იყო დემოკრატიული და არ შეიძლება მისი აღიარება – “ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია“.
“კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო გამონაკლისი არაა. აქ, ევროკავშირში, ჩვენ, ცხადები უნდა ვიყოთ – საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიმარჯვა.
უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაყინულია. ხელახლა უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო სტატუსს. აღარ შეგვიძლია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ორმხრივი დახმარების გამართლება.
ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი პრო-ევროპულ გზას უჭერენ მხარს, ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს ორივესთან – საქართველოს საზოგადოებასთან და “ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.
ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ცხადი რომ ვიყო – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს