არქივი24 ივნისი, 2025, 00:50
რასა იუკნევიჩიენე - ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?

ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს ოპოზიციის სამი ლიდერი: ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია? მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთხმად მიიღოს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.