რასა იუკნევიჩიენე - დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ, არავითარი მაღალი დონის შეხვედრები, ვიდრე თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება

დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება, ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ამის შესახებ ევროპარლამენტარი და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!
ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ივანიშვილი და მისი მეგობრები საქართველოს მართავენ ლეგიტიმურობის გარეშე, თავისუფალი არჩევნების აბუჩად აგდებით,” - წერს იუკნევიჩიენე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.