არქივი1 მაისი, 2024, 11:53
რასა იუკნევიჩიენე - ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია - მე ქართველი ხალხის მჯერა, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!
ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე თბილისში მიმდინარე აქციებს.
„ნიღბები ჩამოხსნილია, ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ თავისი წინააღმდეგობა და ნამდვილი სახე აჩვენა. ის ამის მომხრე არასოდეს ყოფილა. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.