რასა იუკნევიჩიენე – არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს – ამჯერად ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ სიტუაციაზე

ევროპარლამენტარის და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიეს განცხადებით, სანქციები არა მარტო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ სხვებსაც უნდა დაუწესდეს, რომლებიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლები არიან.
ევროპარლამენტარმა სანქციებზე საუბრისას ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც სასანქციო სიაში უნდა შევიდნენ.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად, ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახა კალაძეზე, მმართველი პარტიის გენერალური მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომლის კომენტარის თარგმანი „მთავრი არხს“ ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…