არქივი12 იანვარი, 2026, 17:27
რასა იუკნევიჩიანე - მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა - ის სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა

ერთი წლის წინ, საქართველოს რეჟიმმა მზია ამაღლობელი დააპატიმრა. მისი სიმამაცე წინააღმდეგობის სიმბოლოა იმ ერისთვის, რომელიც კვლავ აპროტესტებს უსამართლობას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი, რომელიც ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა.
„მზია ამაღლობელი, რომელიც ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას!“- წერს ევროპარლამენტარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.