რასა იუკნევიჩიანე – ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო – ევროკავშირმა სანქციებით უნდა უპასუხოს

ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო. ევროკავშირმა სანქციებით უნდა უპასუხოს, – ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლოს ბრძანებებით შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ – კრემლის სტილის ნაბიჯი. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან „რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)