ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რასა იუკნევიჩიანე - გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია - ევროატლანტიკური გზისთვის

რასა იუკნევიჩიანე - გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია - ევროატლანტიკური გზისთვის

ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, 7 ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ბევრს ნიშნავს, რადგან გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია - ევროატლანტიკური გზისთვის, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლა საქართველოს მინიჭებული აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, სტანდარტები ძალიან მაღალია ასეთი მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვართ აქ, როგორც ფაქტების დამდგენი მისია, იმისთვის, რომ ვნახოთ სიტუაცია ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების საპოვნელად ჩვენი მისიის შემდეგ. ჩვენ გვსურს, ევროკავშირმა იმოქმედოს, უფრო ხმამაღალი და უფრო მეტად მხარდამჭერი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძობთ, ვიცით, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. ჩვენ აქ არ ვართ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტშია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.