ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რასაც კვარაცხელიას უკეთებენ, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

სერია A-ს 36-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ჯარიმიდან მოახერხა.
იტალიელმა ჟურნასლიტმა ენრიკო ვარიალემ სწორედ "კვარას" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "ფიორენტინას" პირველი გოლის ეპიზოდში, მსაჯმა მატეო მარკეტიმ შეცდომა დაუშვა და ქართველზე აშკარა წესების დარღვევა ვერ შეამჩნია.
"რასაც კვარაცხელიას სისტემატიურად უკეთებენ, სირცხვილია, ის მეტოქისგან დარტყმებს ხშირად იღებს, მსაჯმა მარკეტიმ კი "ფიორენტინას" პირველი გოლის ეპიზოდში საშინელი შეცდომა დაუშვა", - განაცხადა ვარიალემ.
კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა
- მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
"ნაპოლი" 52 ქულით მეცხრე ადგილზეა და 26 მაისს, ბოლო ტურში "ლეჩეს" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.