,,რასაც ვიტყვი, ეს ყველას გვეხება“ – რომან გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
,,რასაც ვიტყვი, ეს ყველას გვეხება, პაპუაშვილის გუშინდელი გამონათქვამი მხოლოდ ბოლო წვეთი იყო. სახელმწიფოში რანგით მესამე თანმდებობის პირია, თუმცა რანგით მეორეებსაც და პირველებსაც ბევრჯერ უთქვამთ მსგავსი რამ. ეს გამოთქმა ეროვნული მოძრაობის პერიოდში დამკვიდრდა და ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ ვტკენთ გულს ადამიანებს.
რატომ ვაყენებთ შეურაცხყოფას სრულიად უდანაშაულო ხალხს. თუ მათმა ერთმა წინაპარმა ქვეყანას უღალატა და ისტორიას ამით შემორჩა, მისმა მოდგმამ რა დააშავა? ყოველი მსგავსი გამონათქვამო ხომ მათზეც ვრცელდება ირიბად?
“ასეთ უსამშობლო, მრუდე ქართველებს-ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს-ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი”-განაცხადა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ.
წმინდა ეთიკური თვალსაზრისით მსგავსი გამონათქვამი არაკორექტულია, რადგან ირიბად პოლიტიკური ბრალდებაა უდანაშაულო ადამიანების მიმართ.
ბარათაშვილებს და ბაღვაშებს გაუმართლათ( ეს უკანასკნელი გვარი გაქრა), მხოლოდ სახელებით მოიხსენიებენ, მაგრამ რა დააშავეს ორჯონიკიძეებმა და ყორღანაშვილებმა? და რატომ მრავლობით რიცხვში, თქვი სერგო ორჯონიკიძე ან კახაბერ ყორღანაშვილი, თუ მაინც და მაინც მსგავსი რიტორიკული მეტაფორა გინდა გამოიყენო.
ოცდაათ წელზე მეტია მიტრიალებს ეს აზრი თავში და პაპუაშვილის ამ გამონათქვამმა მაიძულა რომ ხმამაღლა მეთქვა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან