ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათ****ბა” – ირაკლი ზარქუა

რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათ****ბა. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, ასე დასახელდა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თანამდებობები ისე გადაინაწილეს, რომ ჩრდილოვან კაბინეტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი არ მოხვდა.
„ის მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა, ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. ბიჭო, კაცი გამოვიდა, 1%-იანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ, საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ. ხაბე, ამოიღე შენც ხმა ბიჭო, რა დასჯილივით ხარ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.