“რა,სად,როდის” ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს – კითხვები ევროკავშირზე და გართობით მიღებული ცოდნა

თბილისიდან გურიამდე – “რა?სად?როდის?” ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს. ინტელექტუალურმა თამაშმა “ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა.
თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ეს თამაში ახალგაზრდებისთვის განვითარებაა.
“წელს ჩვენ დავიწყეთ – “რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ არის განათლებაც და გართობაც. ახალგაზრდები პასუხობენ კითხვებს ევროკავშირზე და ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ჰერჩინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება