რაჟდენ კუპრაშვილმა „აირჩიე ევროპასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებაც გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ „აირჩიე ევროპის“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელმაც გააუქმა იმავე სტატუსის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.
„აირჩიე ევროპის“ ორი წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება. მათ ანტიკორუფციულ ბიუროში, კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ მიიჩნია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს