ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჟდენ კუპრაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ზედამხედველობის კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ეროვნული ზედამხედველობის კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ცაი ვეის შეხვდა.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ეროვნული ზედამხედველობის კომისიის წარმომადგენელი ჯინ ლუიანგი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.